28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსები არ იმოძრავებენ.
როგორც კომპანია "ინტერტრანსში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გულშემატკივრებისთვის დამატებითი მიკროავტობუსების დანიშვნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ თუ რაიმე შეიცვლება, ამის შესახებ მოქალაქეებს აუცილებლად აცნობებენ.
შეგახსენებთ, 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის მაყურებლებს გადაადგილების უფლება 01:00 საათამდე ექნებათ.
ამ დრომდე იმუშავებს თბილისის მეტრო და ავტობუსები.