რუსთავში N15 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ბელა მარტიაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ინფიცირებულია ერთ-ერთი დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, ხოლო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კლასი, რომელსაც ინფიცირებული მასწავლებელი ასწავლიდა.