რუსთავში ბაღის აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2021-03-22 11:59:01

რუსთავის N36 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდატურდა.

როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ორშაბათს, 15 მარტს, აღმზრდელს გეგმიური ტესტირების დროს კორონავირუსი არ დადასტურებია.

თუმცა რადენიმე დღეში ოჯახის წევრს კოვიდ19 დაუდგინდა და აღმზრდელი, როგორც კონტაქტი, მას შემდეგ ბაღში აღარ მისულა, შესაბამისად სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი აღარ ჰქონია. 20 მარტს კი ინფიცირება ტესტირების შემდეგ მასაც დაუდასტურდა.

ეკა ხუციშვილის თქმით, ბაღი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სააღმზრდელო პროცესს.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები