როგორი ეპიდსიტუაციაა რუსთავში

2021-03-21 16:18:28

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 7 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 39 პირი შეამოწმდა.

გამოკვლეულებს შორის ბაგა-ბაღის 3 თანამშრომელი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.