დაუნის სინდრომის დღე რუსთავში [photo]

2021-03-21 15:58:33

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს წევრები ა.ა.ი.პ რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს ესტუმრნენ.

ცენტრში დაუნის სინდრომის მქონე ბენეფიციარებთან ერთად ქალაქის თვითმმართველობის წევრებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

"ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ნამდვილად განსხვავებული, ვინც საჭიროებს ზრუნვას მთელი სიცოცხლე. განსაკუთრებულ ზრუნვას ოჯახებისგან და სახელმწიფოსგან. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს ამ ადამიანების უფლებების დაცვა, მათი ღირსეული ცხოვრება, სწორედ ამიტომ ვართ ყველა აქ და აღვნიშნავთ ამ დღეს მხიარულ გარემოში იმ ბავშვებთან ერთად, ვინც არიან ჩვენი განსაკუთრებული მოქალაქეები",- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს სასაჩუქრე ნაკრები და ტკბილეული გადაეცათ.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. მისი მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები