რუსთავში, ვახუშტის ქუჩაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი შეუძლოდ გახდა და N24 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გონება დაკარგა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გამვლელებმა შენიშნეს და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
კაცს პირველადი დახმარება ექიმებმა დროულად აღმოუჩინეს და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.