რუსთავის ორი სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, კორონავირუსი N4 და N24 საჯარო სკოლების მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებს დაუდგინდათ.
კლასები, სადაც ინფიცირებული მოსწავლეები სწავლობენ, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.