ორიგინალური ხელის თხოვნა რუსთავში [video]

2021-03-21 00:52:40

ალბათ პარაპლანით პირველად ფრენის დროს განცდილი ემოციები და მოზღვავებული ექსტრემი ყველა ადამიანში დიდი ხნის განმავლობაში დაუვიწყარ კვალს ტოვებს. [ვიდეო/video]

პარაპლანით ფრენა ორმაგად ემოციური იყო გვანცა ორველაშვილისთვისა და გიორგი კობაიძისთვის, რომელმაც საყვარელ ქალს ცხოვრების ბოლომდე მისი მეგზურობა სწორედ ფრენის შემდეგ შესთავაზა.

ხელის თხოვნის პროცესს, რომელსაც გვანცა არ ელოდა, გიორგი თითქმის ორი თვის განმავლობაში გეგმავდა. გეგმის მიხედვით, იაღლუჯის მთიდან პირველი "Xcaucasus-ის" პილოტთან ერთად გვანცა უნდა გამოფრენილიყო. შემდეგ უნდა ეფრინა გიორგის, რომელიც დაშვების დროს საავარიო სიტუაციას გაითამაშებდა და შეშინებულ შეყვარებულს ხელს სთხოვდა.

ფრენისთვის შეუფერებელი ამინდის გამო, გიორგის გეგმები ლამის წყალში ჩაეყარა. თუმცა უამინდობის გამო ხელის თხოვნის გადადებას არ აპირებდა და დრო იქამდე გაწელა, სანამ ქარი არ ჩადგა და ფრენა შესაძლებელი არ გახდა.

ხელის თხოვნის მომენტი და მისი სამზადისი წყვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრის დროს გაიხსენა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები