რუსთავში მუშა დაიწვა

2021-03-22 00:01:26

რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საწარმოო ტრავმა მიიღო.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მუშამ, რომელიც საწარმოს ლითონსადნობ საამქროშია დასაქმებული, ზედა კიდური დაიწვა.

დაშავებული კაცი ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

"სტაბილურადაა. მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარი და წინა მხარი. მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. 

"ინფო რუსთავი" დეტალების გასარკვევად მეტალურგიული ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.