ამერიკაში, ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი გზატკეცილზე ჩამოვარდა და მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. [ვიდეო/video]
უბედურ შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 წლის ბიჭიც, რომელიც დედასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
CNN-ის ინფორმაციით ერთძრავიანი მცირე ზომის თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა.
ადგილობრივი, რომლის სახლის უსაფრთხოების კამერამაც შემთხვევა გადაიღო CNN-ს უცხადებს, რომ ბედმა გაუღიმა, რადგან ზუსტად იმ ადგილას, სადაც შეჯახება მოხდა, თავის შვილებს ასეირნებს ხოლმე.
"ჩემს სახლთან ძალიან ახლოს მოხდა. ეს სახლი შარშან ვიყიდეთ და ყოველდღიურად ვხედავთ ძალიან დაბლა მფრინავ თვითმფრინავებს. ყოველთვის, როცა სახლის უკან აუზზე ვართ თვითმფრინავები ჩვენთან ისე ახლოს დაფრინავენ თითქოს ხელით შეგიძლია შეეხო",- განუცხადა CNN-ს ანაბელ ფერნანდესმა.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ მომხდარის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.