კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-03-16 17:10:38

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 140  პირი შემოწმდა.

სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეულთა შორის 4 პედაგოგი და 3 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ვირუსზე 180 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, მათგან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა.

კლინიკის ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის თქმით, გამოკვლეულთა შორის, 139 ადამიანი ბაგა-ბაღის პერსონალია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები