რუსთავში 2021 წლის 1 მარტის მონაცემებით 39 997 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა.
სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რუსთავში ყოველ მე-3 ადამიანს ავტომობილი ჰყავს.
სააგენტოსგან მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ ავტომობილების ყველაზე პოპულარული მარკა რუსთაველებში MERCEDES-BENZ-ია, საერთო რაოდენობით რუსთავში ამ მარკის 5428 ავტომობილია რეგისტრირებული, შემდეგ მოდის TOYOTA, რომელსაც VAZ, იგივე "ჟიგული" მოსდევს.
იხილეთ რუსთავში ყველაზე პოპულარული მარკის ავტომობილების ათეული.
MERCEDES-BENZ (მერსედეს ბენცი) - 5428
TOYOTA (ტოიოტა) - 4371
VAZ (ჟიგული) - 3673
FORD (ფორდი) - 2965
OPEL (ოპელი) - 2907
HONDA (ჰონდა) - 2284
BMW (ბე-ემ-ვე) - 2071
NISSAN (ნისანი) - 2007
VOLKSWAGEN (ფოლკსვაგენი) - 1924
MITSUBISH (მიცუბიში) - 1269