თბილისიდან რუსთავის მიმართულებით, ბოლო სატრანსპორტო საშუალება (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან) 19:00 საათის ნაცვლად, 19:30 საათზე გამოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია ინტერტრანსმა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი:
▪️ თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 06:15 საათზე განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;
▪️ მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:00 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:30 საათზე გამოვა;
▪️ ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:20 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:20 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:30 საათზე გამოვა;
▪️ მეგობრობის გამზირიდან კონკრეტულად კი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარკეთილის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:30 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:30 საათზე გამოვა;
▪️ რუსთავის რკინიგზის სადგურიდან (ე.წ 96- სამარშრუტო ხაზი) დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:20 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 17:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;
▪️ ფიროსმანის ქუჩიდან (ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზი) სპორტის სასახლის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 06:30 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:30 გამოვა;
▪️ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:30 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 16:45 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;
▪️ ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისთ ფოინთის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:15 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:20 საათზე გამოვა;
▪️ მე-19 მიკრორაიონიდან, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:00 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 17:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;
რუსთავიდან ლილოს მიმართულებით პირველი მარშრუტი 07:30 შესრულდება.
ინტერტრანსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები.