16 მარტს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-03-15 17:43:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

16 მარტს 15:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.