რამდენი ადამიანი აიცრა ვაქცინაციის პირველ დღეს რუსთავში

2021-03-15 16:58:24

რუსთავში ვაქცინაციის პირველ დღეს 30 ადამიანი აიცრა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, Astrazeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინით N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში 20 მედიკოსი აიცრა, ხოლო N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 10.

შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათს შორის რუსთავშიც, ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში 13 მარტს Astrazeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შემოიტანეს, საიდანაც 1400 რუსთავის ამცრელ პუნქტებში გადაანაწილეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები