რუსთავში 448 პირი კოვიდ19-ზე შეამოწმეს

2021-03-15 16:36:32

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 17 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 167 პირი შემოწმდა.

სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეულთა შორის 17 პედაგოგი და 4 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ვირუსზე 281 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, მათგან კორონავირუსი 5 პაციენტს აღმოაჩნდა.

კლინიკის ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის თქმით, გამოკვლეულთა შორის უმრავლესობა ბაგა-ბაღებისა და სკოლის თანამშრომელი იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები