რუსთავში კორონავირუსის ვაქცინაცია ჩატარდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსთავში ვაქცინაციისთვის 2 სამედიცინო პუნქტი გამოიყოფა.
"ინფო რუსთავი" დეტალებისთვის რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელს დავით ბეგაშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ვაქცინაციისთვის N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრები გამოიყო.
ასტრაზენეკას ვაქცინას რუსთავში კვირას შემოიტანენ და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება. მათი აცრა ორშაბათიდან დაიწყება.