მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება

2021-03-13 00:48:59

13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 მარტი +5°C, 14 მარტი +7°C, 15 მარტი +9°C, 16 მარტი +11°C.