რუსთავში 20-მდე ლიფტი გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ორმა ბიჭმა ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე, ლიფტების ძრავები გაქურდეს და ფერადი ლითონი მოიპარეს.
წაღებულია 30 კილომდე სპილენძი.
არსებული ინფორმაციით რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა მძარცველები უკვე დააკავეს.