ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-03-10 16:22:32

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელთან დისტრიბუციის ავტომობილი, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი, "ჰონდას" მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელიც შემდეგ უკვე, ინერციით "ტოიოტას" მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები