რუსთავის საკრებულოს განმარტება

2021-03-09 22:09:30

"ინფო რუსთავი"-ს მიერ გავცელებულ ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ეხმაურება და განმარტებას ავრცელებს:

"რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მედიაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც რუსთავის შიდასაქალაქო სატრანსპორტო კომპანიების ინიციატივაზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც საქალაქთაშორისო მგზავრების აყვანა ქალაქის გასასვლელში უნდა მოხდეს.

აღნიშნულმა ინიციატივამ საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაიჟღერა, თუმცა ის შეხვედრის არც მიზეზი ყოფილა და არც განხილვის თემა. უფრო მეტიც, რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ იდეაზე მუშაობა არც კი იგეგმება და ეს სამუშაო ჯგუფის ოქმშიც არის ასახული, ასევე განმარტებულია ჯგუფის ხელმძღვანელის კომენტარშიც".

შეგახსენებთ რომ "ინფო რუსთავმა" გაავრცელა რუსთავის შიდასაქალაქო სატრანსპორტო კომპანიების ინიციატივა, სადაც საუბარი იყო მგზავრების ქალაქის შემოსასვლელიდან აყვანის შესახებ, საკითხზე საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს.

არსებულ ინიციატივას მგზავრების დიდი ნაწილის მხრიდან მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.