რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 139 პირი შეამოწმეს. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.
გატესტილებს შორის 3 სკოლის პედაგოგი, 9 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა