ქუჩის გამოკითხვა რუსთავში [video]

2021-03-08 21:59:43

"რას მოიმოქმედებთ, თუ დაინახეთ, რომ ქალზე ძალადობენ",- საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ქუჩის გამოკითხვის დროს ამ კითხვის საპასუხოდ რუსთაველები აცხადებენ, რომ ძალადობის მსხვერპლს დაეხმარებიან. [ვიდეო/video]

გამოკითხვაში მონაწილეობა, 18-დან 80 წლამდე რამდენიმე ასეულმა რუსთაველმა მიიღო.

უმრავლესობა აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლს დაეხმარება, თუმცა კითხვის საპასუხოდ, შეატყობინებენ თუ არა სამართალდამცავებს აღნიშნულ ფაქტს, თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არა. შეუტყობინებლობის მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ.

ნახეთ ქუჩის გამოკითხვა