"გამო, შენი შვილის გამო" [photo]

2021-03-08 18:12:00

"გამო, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო! ჩვენი გოგოების გამო, გამო!!!",- რუსთავი ამ ლოზუნგით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ "1000 მშობლის მარშს" შეუერთდა.

რუსთაველები ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში შეიკრიბნენ, გოგოების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობა გააპროტესტეს და მათი მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს.

მარშის წევრები ითხოვენ: სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლის ცვლილებას, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი.

პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტის შექმნას, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

"1000 მშობლის მარშს" მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქი შეუერთდა მათ შორის: გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ახალციხესა და ხარაგაულში.

მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები