რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება

2021-03-08 11:35:28

რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიწოდებათ.

ელ. ენერგია არ აქვთ კოსტავას, თოდრია და მიმდებარე ქუჩებს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ძველ რუსთავში ელ.ენერგიის გათიშვა ერთ-ერთი ფიდერი გათიშვამ გამოიწვია. ადგილზე მისულები არიან კომპანიის წარმომადგენლები და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. აბონენტებს ელ.ენერგიის მიწოდება საათნახევარში აღუდგებათ.

ხოლო ახალ რუსთავში დაზიანებულია ერთ-ერთი ტრანსფორმატორი, რის გამოც თოდრიას არ მიეწოდება ელ.ენერგია. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია და ელექტრო ენერგიის აღდგემა მალე მოხდება.

ელექტრო ენერგიის გათიშვა აბონენტების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.