ძველ რუსთავში აბონენტებს ელექტრო ენერგია არ მიწოდებათ.
ელ. ენერგია არ აქვთ კოსტავას, ფიროსმანზე, დუმბაძეზე და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელ.ენერგიის გათიშვა ავარიული გათიშვის გამო მოხდა.
კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად და აბონენტებს ელ. ენერგიის მიწოდება მალე აღუდგებათ.