რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ხანძარია.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივანზე ე.წ. საშრობში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მე-7 მიკრორაიონში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებიც.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ვიდეო ნახეთ აქ