როგორი ეპიდსიტუაციაა რუსთავში

2021-03-06 19:08:56

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 2 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 66 პირი შეამოწმეს. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

გატესტილებს შორის 8 ბაგა-ბაღის თანამშრომელი, 6 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.