რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ხანძარი იყო.
ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისის ქუჩაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.