გარდაბნის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "რუსთავის წყალის" მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც 6 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქი გარდაბანს.
ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ჩატარდება.