რუსთავსა და გარდაბანში წყლის მიწოდება იზღუდება

2021-03-05 21:15:47

კომპანია "რუსთავის წყლის" სპეციალური განცხადება.

დღეს, 5 მარტს, გარდაბნის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე  კომპანია ,,რუსთავის წყლის” მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც, დღეს, 5 მარტს  საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 6 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ინტერნატების დასახლებას და ქალაქი გარდაბანს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.