5 მარტს, გარდაბნის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზეკომპანია ,,რუსთავის წყლის” მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც, 5 მარტს საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 6 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ინტერნატების დასახლებას და ქალაქი გარდაბანს.