2021-03-04 22:35:02
აუნაზღაურდებათ თუ არა მომდენო თვეებში მოქალაქეებს გაზისა და დენის გადასახადი?
აღნიშნული კითხვით რუსთაველების ნაწილი ინფორმაციის დასაზუსტებლად ინფო რუსთავს დაუკავშირდა.
შეგახსენებთ რომ საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადები მთავრობამ მეორე ეტაპზეც აუნაზღაურა. ბოლო პერიოდში სუბსიდირება იყო 4 თვიანი (ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში).
მარტიდან აბონენტებს მოუწევთ საკუთარი დანახარჯი თავად დაფარონ.
კომუნალურმა კომპანიებმა აბონენტების ნაწილს მესიჯები უკვე გაუგზავნეს.
შეგახსენებთ რომ კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა (ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში) იგივე პრინციპით განხორციელდა, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იყო კომპენსირებული.