შეზღუდვები, რომელიც 8 მარტიდან იხსნება:
მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება
სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება.
სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ
15 მარტიდან:
მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები
სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება
აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება
რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები
1-ლი აპრილიდან:
თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით აღდგება.
21:00-დან 05:00-მდე კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.
ცნობისთვის, კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყო.