რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე 50 წლამდე მამაკაცი ქუჩაში გაუნძრევლად იყო.
გამვლელებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
მისი გადაყვანა კლინიკაში მოხერხდა.