რუსთავში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 1 პირს დაუდგინდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 37 პირი შეამოწმეს.
გატესტილებს შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, ბაგა-ბაღის თანამშრომლები და ტაქსის მძღოლები, თუმცა კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დადასტურებია.