ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]
დავით გარეჯის ქუჩაზე "ბეემვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა, ელექტროსადენების ბოძს დაეჯახა და რამდენჯერმე გადატრიალდა.
თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" ყვებიან რომ დაშავდა ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი. ახალგაზრდებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.