უფასო ტესტები რუსთავში

2021-03-02 19:38:06

რუსთავში ჰეპატიტ С-ზე, ჰეპატიტ B-ზე, შიდსა და სიფილისზე უფასო ტესტები გაკეთდება.

რუსთაველებს, რომლებსაც ამ დაავადებებზე თავის შემოწმება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, რომ ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ.

როგორც "ინფო რუსთავს" სოციალურმა მუშაკმა ლაშა ჯოხაძემ განუცხადა, პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და ამ დაავადებებზე შემოწმება ნებისმიერი ასაკისა და სქესის რუსთაველს შეუძლია.

მისი თქმით, სამშაბათსა და ხუთშაბათს მობილურ ლაბორატორიას შეუძლია მსურველს ტესტირება სახლში მისვლითაც ჩაუტაროს. გარდა ამისა, თუკი ვინმეს C ჰეპატიტი დაუდგინდება, მას უფასოდ უმკურნალებენ.