გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 6 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 119 პირი შეამოწმეს.
შემოწმებულებს შორის 3 სკოლის პედაგოგი და 3 ტაქსის მძღოლი იყო. მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.