რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე ხანძარი იყო.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილს ძრავში ცეცხლი გაუჩნდა.
მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.