რუსთავში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 1 მარტიდან ფასიანი გახდა.
იმ შემთხვევაში თუ ავტობუსში ასული მგზავრი სამგზავრო ბილეთს არ აიღებს, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით წესის დარღვევის გამო ჯარიმა დაეკისრება.
უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში დაჯარიმებულ რუსთაველებს 20 ლარის გადახდა მოუწევს.