რუსთავში 150-მდე მიკროავტობუსიდან 70 ერთეული მოძრაობს

2018-03-01 21:52:24

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსთავში მგზავრებს 150-მდე M2 კატეგორიის მიკროავტობუსის ნაცვლად 70-მდე ერთეული ემსახურება.

შიდასაქალაქო ავტოტრანსპორტის კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, მიკროავტობუსების შემცირება მგზავრთა ნაკადის შემცირებამ გამოიწვია.

პანდემიის შემდეგ შექმნილი პრობლემები კომპანიის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ითხოვეს, რომ ყოველთვიურ მოსაკრებელზე ფასის კლება მოხდეს.

გარდა ამისა, მერიის შესაბამის სამსახურს მიეცა რეკომენდაცია, რომ დაკორექტირდეს მიკროავტობუსების სვლა-გეზები, ხელახლა მოხდეს ქრონომეტრაჟის გადახედვა და მგზავრთა ნაკადის დათვლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები