კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 1 მარტს, ქალაქ რუსთავში, კომპანია "რუსთავის წყლის" მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კონპანიის ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებენ, რა დროსაც აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 1 მარტის საღამოს 23:00 საათიდან ხვალ, 2 მარტის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ინტერნატების დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.