რატომ ვერ შემოვიდა ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა

2021-03-01 15:01:52

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გადავადება მოხდა არა იმიტომ, რომ ქევყანა მზად არ იყო ვაქცინის მისაღებად, არამდეს ფაიზერმა დამატებითი მოთხონა დააყენა.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვაქს პლატფორმას უკვე მიმართა და მათგან დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, განმარტებას ითხოვს.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსისგან, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული - ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები