რუსთავში ბინების გაყიდვები შემცირდა

2021-03-01 11:36:03

რუსთავის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო 3 თვეში რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საცხოვრებელი ფართების ყიდვა/გაყიდვები დაახლოებით 20%-ით შემცირდა.

მიზეზად, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად შექმნილი ვითარება სახელდება.

"კრიზისის დროს ბინებზე მოთხოვნა მცირდება, რაც თავის მხრივ ფასების შემცირებას იწვევს“, - განუცხადეს ინფო რუსთავს უძრავი ქონების სააგენტოში.

ასევე შემცირებულია მოთხოვნა რუსთავში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზეც.

ფოტო:ირაკლი მიქაძე