რუსთავის ველომოყვარულთა ორგანიზებით, ველომსვლელობა "Rustavi Critical Mass" გაიმართა.
ათეულობით ველომოყვარულებმა ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა მოაწყეს, რამდენიმე ქუჩა გაიარეს და მსვლელობა ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ დაასრულეს.
აღნიშნული აქტივობა ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იმართება. აქტივობის მიზანია რომ ავტომობილის მძღოლების მხრიდან იყოს პატივისცემა, ველოსიპედით უფრო მეტი ადამიანის დაინტერესდეს და მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაცია.