უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 მარტიდან რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ახლდება.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით კორონავირუსზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 700-მდე თანამშრომელი გაიტესტა. მისი თქმით, ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია.
სწორედ ამიტომ სააღმზრდელო პროცესი ყველა ბაღში არსებული რეკომენდაციების დაცვითა და თავისუფალი დასწრებით განახლდება.