ეპიდსიტუაცია რუსთავში

2021-02-28 20:14:19

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 4 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 40 პირი შეამოწმეს.

შემოწმებულებს შორის 3 სკოლის პედაგოგი და 3 ტაქსის მძღოლი იყო. მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები