ვითარება რუსთავის ავტობანზე

2021-02-28 16:32:03

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილთა გადაადგილება ნაწილობრივ აღდგა.

აქციის მონაწილეებმა ავტობანის ორივე მხარეს თითო-თითო ზოლი გახსნეს.

რადგან მათ რუსთავის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელისგან მიიღეს დაპირება და რომ პასუხისმგებელი პირი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად უკვე მიდის.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საავტომობილო გზაზე ერთი ზოლი დროებით გახსნეს და თუკი პასუხისმგებელი პირი მათ არ შეხვდება ავტობანს კვლავ გადაკეტავენ.

რუსთავის ავტობანზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟე.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები