CO-თი ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მე-16 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის 5 წევრი მოიწამლა.
ინტოქსიკაცია სამმა ქალმა ერთმა მამაკაცმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, მოწამლულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.